„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
211
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №211

2008 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს „ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის თანახმად „ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმი­ნისტრა­ციულ - ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველ პუნქტში:

1.1. „ ე “ ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„ – 255 000 (ორას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი – ბუნებრივი გაზის ქსელის გაფართოება; “

1.2. „ ვ “ ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„ – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ბუნებრივი გაზის ქსელის გაფართოება; “

1.3. „ ზ “ ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„ – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – ბუნებრივი გაზის ქსელის გაფართოება;

– 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – შიდა გზების რეაბილიტაცია;

– 300 000 (სამასი ათასი) ლარი – წყალსადენის რეაბილიტაცია; “

1.4. „ ს “ ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„ – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი – სოფლების სამეურნეო–სასმელი წყლის წყალგაყვანილობის და სათავე–შენობა–ნაგებო­ბების რეაბილიტაცია და რემონტი; “

1.5. „ ც “ ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„ – 408 400 (ოთხას რვა ათას ოთხასი) ლარი გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

– 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – ნინოშვილის ქუჩისა და №1 საჯარო სკოლის მისასვლელი გზის საყრდენი კედლის მოწყობა;

– 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი – მუნიციპალური ტრან­სპორტის შეძენა; “

1.6. „ წ “ ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„ – 1 213 200 (ერთი მილიონ ორას ცამეტი ათას ორასი) ლარი – შიდა სარგებლობის გზების მოასფალტება; “

1.7. „ ჰ.კ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ჰ.კ) თიანეთის მუნიციპალიტეტი:

სულ 790 000 (შვიდას ოთხმოცდაათი ათასი) ლარი

ბაგა - ბაღების რეაბილიტაცია;

– სოფელ ახალსოფლის წყალსადენის სათავე ნაგე­ბობისა და შიდა ქსელის მოწყობა და ჩაბანო - ახალ­სოფლის წყალ­სადენის მთავარ ქსელთან მიერთება;

– სოფ. ზარიძეების შიდა გზების მოხრეშვა;

– სოფ. ალოტის შიდა გზების რეაბილიტაცია;

– ჩეკურაანთგორი–ევჟენტის დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია;

– თიანეთი–არტანის გზის რეაბილიტაცია;

– სოფელ ტუშურების წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

 – ღულელები–ბალებისხევი - სიონთგორი - ნადიკრის დამაკავ­შირე­ბელი შიდა გზების რეაბილიტაცია;

– სოფელ ზემო ნაქალაქარის შიდა გზების რეა­ბილიტაცია;

– მელიასხევი - თოლენჯი - სიმონიანთხევი - გორანას დამაკავ­ში­რებელი შიდა გზების რეაბილიტაცია;

– სოფელ ღულელების წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;

– სოფელ ლელოვანის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის მოწყობა;

 – სოფელ ჟებოტის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილტაცია (სოფელ დულუზაურებში მდებარე) და სოფელ ჟებოტაში არსებული წყლის სისტემის შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

საერთო ღირებულება 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი;

 – ჩეყურაანთგიორის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

– სოფელ ომარაულების წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

 – სოფელ დულუზაურების წყალსადენის სათავე ნაგე­ბობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

 – სოფელ დევენაანთხევის წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია;

– სოფელ საყდრიონის წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

– სოფელ ხევსურთსოფლის წყლის სისტემის რეაბი­ლიტაცია;

 – სოფელ თრანის წყალსადენის სათავე ნაგებობის შიდა ქსელის მოწყობა;

 – სოფელ მაგრანეთის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

 – სოფელ სიმონიანთხევის წყალსადენის სათავე ნაგე­ბობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

– სოფელ თოლენჯის წყალსადენის რეაბილიაცია.

 საერთო ღირებულება 410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარი; “

1.8. „ ჰ.მ “ ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს:

„ – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – სოფელ მოსაბრუნის გაზიფიცირება; “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                    ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია