ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
483
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება № 48 3

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალის­წინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგე­ობას გზების რეაბილიტაციისათვის გამოუყოს 400 000 (ოთხა­სი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ადმი­ნის­ტრა­ციულ-ტერიტო­რიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში) გ. ხაჩიძემ და საქართვე­ლოს ფინანსთა სამი­ნისტრომ (ნ. გილაური).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია