საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
482
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება № 48 2

2008 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

 1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2008 წლის ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარ­ვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-14 პუნქტით ადგილობ­რივი წყლის კომპანიების მხარ­დაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწი­ნე­ბული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვით­მმართველ ქალაქებს გამოუყოს 439 500 (ოთხას ოცდა­ცხრამეტი ათას ხუთასი) ლარი დანართის შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე

დანართი

 

მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი

ქალაქები

 

თანხა (ლარობით)

 

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

350,0

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

39,0

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

46,5

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

4,0

სულ

439,5

 

კრებსითი — სრული ვერსია