„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5978
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-04
სარეგისტრაციო კოდი
220.020.000.05.001.003.185
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

     „მუხლი 171. ინფორმაციის გადამოწმების უფლება

1. ბანკს უფლება აქვს პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღოს ამ პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან.

2. ბანკი ვალდებულია არ დაუშვას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისთვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5978–რს

კრებსითი — სრული ვერსია