საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
195/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2017-02-16
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.022.016715
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
(ძალადაკარგულია - 16.02.2017, №29/ნ)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №195/ნ

2013 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე,   ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №180/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



დანართი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2
დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მუხლი 3.  

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.


მუხლი 4
დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის ა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომ ლებიც ახორციელებ ენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანო ნ მდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა

მუხლი 5
დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარდგენა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება;

გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა;

ე) საზღვარგარეთის განათლების სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

თ) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

ი) საჭიროებისამებრ, სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;

კ) (ამოღებულია - 26.02.2015; №14/ნ);

ლ) საზღვარგარეთ სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური ვიზიტების ხელშეწყობა;

მ) (ამოღებულია - 26.02.2015; №14/ნ);

ნ) დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე, მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე;

ო) „ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმება და აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვის კოორდინაცია და კონტროლი;

პ) (ამოღებულია - 26.02.2015; №14/ნ);

ჟ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

რ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება № 14/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 6
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო ;

ბ) საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველო;

გ) ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება № 14/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

 

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

მუხლი 7
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სამმართველოს უფროსი;

გ ) მთავარი სპეციალისტი;

2. დეპარტამენტში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით, შეიძლება მიღებულ იქნეს შტატგარეშე მოსამსახურე.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 8
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში  დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად;

ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებისათვის;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

მუხლი 9
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ დისციპლინის დაცვას;

დ) აკონტროლებს დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება № 14/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 10
საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; მათი შესრულების კოორდინაცია; ხელშეკრულებების პროექტებზე მუშაობა, წინადადების წარდგენა და შეჯერება, ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა და სამინისტროს პოზიციების წარდგენა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და წახალისება;

გ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროს პრიორიტეტული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა;

ე) საზღვარგარეთის განათლების სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

თ) საჭიროებისამებრ, სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;

ი) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

კ) (ამოღებულია - 26.02.2015; №14/ნ);

ლ) საზღვარგარეთ სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური ვიზიტების ხელშეწყობა;

მ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ნ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

2. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხოციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება № 14/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 11
1. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციაა:

,,ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე, მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე;

 ბ) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმება და აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვის კოორდინაცია და კონტროლი;

გ) დაფინანსებული სტუდენტების სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიზნით შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მუდმივი კონტაქტი;

დ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საჭიროებისამებრ, ხელშეკრულებების ან მემორანდუმების გაფორმება;

ე) „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილების მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

ვ) „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;

ზ) მინისტრის დავალებით/ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

2. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ  დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება № 14/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 12

1.    ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენციაა :

ა ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობა და წახალისება ; 2014 წლის 27 ივნისის „ ერთის მხრივ , საქართველოსა და მეორეს მხრივ , ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის   ასოცირების შესახებ შეთანხმებისა “ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრიორიტეტების შემუშავება , მათი კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშ ( ებ ) ის მომზადება ;

ბ ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში , ევროკავშირთან განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა ;

გ ) ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს , ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და   შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით ;

დ ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან   და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის პროგრამების , გეგმების , მექანიზმების შემუშავება , სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ   ერთეულებთან ერთად , მათი განხორციელების კოორდინაცია ;

ე ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში , საქართველოში აკრედიტირებულ ევროკომისიის დელეგაციასთან აქტიური თანამშრომლობა ;

ვ ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირის თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია - მოვალეობების განხორციელება ;

ზ ) მინისტრის დავალებით / ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ;

თ ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების , აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება .

2. ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს მოხელეები , ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში , უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით , ასრულებენ   დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 თებერვლის ბრძანება № 14/ ნ - ვებგვერდი, 27.02.2015წ.


კრებსითი — სრული ვერსია