საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება № 47 7
2008 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის მიმდინარეობის შესახებ.
2. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის მიზნით ეთხოვოს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) გააგრძელოს „მიწის ბაზრის განვითარების ღონისძიებათა “ მხარდაჭერა 2008 წლის განმავლობაში.
3. 2009 წელს „ მიწის ბაზრის განვითარების ღონისძიებათა “ პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს საჭირო ხარჯები „ მიწის ბაზრის განვითარების ღონისძიებათა “ ფარგლებში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე