ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №6 დადგენილებაში ,,ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-05
სარეგისტრაციო კოდი
200010000.35.128.016142
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №6 დადგენილებაში ,,ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2013 წლის 2 დეკემბერი

დაბა ხარაგაული        

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 მარტის №6 დადგენილებაში ,,ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 მარტის №6 დადგენილებაში ,,ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ (საქართველოს  საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 15/03/2012) 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 მარტის №6 დადგენილებაში ,,ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“.
დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართს დაემატოს 22-ე  პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,22. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო მაგისტრალის  გასწვრივ 1.5 კოეფიციენტი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკობა გოგსაძე

კრებსითი — სრული ვერსია