„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5976
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-04
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.003.183
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, მუხ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქის 32-გვერდიანი პასპორტის გაცემისათვის ან შეცვლისათვის – 35 ლარი, ხოლო 48-გვერდიანი პასპორტისა – 40 ლარი;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის ან შეცვლისათვის – 35 ლარი;“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 18 წლამდე ასაკის პირები – 50 პროცენტით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5976–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია