„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებით (სსმ III, 09.09.2010წ., №114, მუხ.1720) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჯარო აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განმკარგავი სუბიექტის მიერ დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად.“
|