|
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ''ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №13 დადგენილებაში (სსმ, 15.11.2013.) და დადგენილების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები ა) ხულოს მუნიციპალიტეტის რწმუნებული ა.ა) უმაღლესი განათლება; ა.ბ) ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.გ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილება; ა.დ) „თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის №12დადგენილება; ა.ე) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლი. ა.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Word)“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|