საქართველოს მთავრობის
განკარგულება №501
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 მაისის № 347 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 მაისის № 347 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. განკარგულების № 3 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მარტვილის მუნიციპალიტეტს – 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარი:
ა) სოფელ დიდი ჭყონის № 1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ ონოღიის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) სოფელ მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. ”.
2. განკარგულების № 4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4
კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარი, მათ შორის:
1. ქარელის მუნიციპალიტეტს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი:
ა) ზ/ხვედურეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) ბერეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) რუისის № 1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) აბისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) საციხურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) ფცის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) კეხისჯვრის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
თ) ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ი) ქვენატკოცის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
2. ხაშურის მუნიციპალიტეტს – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი:
ა) ხაშურის № 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) ხაშურის № 5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) ხაშურის № 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) ხაშურის № 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) ხაშურის № 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) ხაშურის № 1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
3. კასპის მუნიციპალიტეტს – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი:
ა) კასპის № 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) აღაიანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) სოფელ იგოეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) სოფელ ქვ. გომის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.~.
3. განკარგულების № 5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 5
ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოეყოთ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი, მათ შორის:
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტს – 272 080 (ორას სამოცდათორმეტი ათას ოთხმოცი) ლარი:
ა) სოფელ ქვემო ბოლნისის № 1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) დაბა კაზრეთის № 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) ქ. ბოლნისის № 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტს – 129 700 (ას ოცდაცხრა ათას შვიდასი) ლარი:
სოფელ მარტყოფის № 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
3. დმანისის მუნიციპალიტეტს – 195 969 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ცხრაას სამოცდაცხრა) ლარი:
სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – 354 537 (სამას ორმოცდათოთხმეტი ათას ხუთას ოცდაჩვიდმეტი) ლარი:
ა) სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
5. მარნეულის მუნიციპალიტეტს – 564 295 (ხუთას სამოცდაოთხი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი:
ა) სოფელ ალგეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა;
ბ) ქ. მარნეულის № 5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) შაუმიანის № 2 და ქ. მარნეულის № 2 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია (გათბობის მოწყობა);
დ) ქ. მარნეულის № 2 საჯარო სკოლის მიშენების სამუშაოები.
6. წალკის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი:
სოფელ გუნიაკალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
7. თვითმმართველ ქალაქ რუსთავს – 1 233 419 (ერთი მილიონ ორას ოცდაცამეტი ათას ოთხას ცხრამეტი) ლარი:
ა) № 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) № 9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) № 10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) № 18 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) № 25 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) № 1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) № 3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
თ) № 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ი) № 5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
კ) № 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ლ) № 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
მ) № 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ნ) № 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ო) № 12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
პ) № 13 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ჟ) № 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
რ) № 15 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ს) № 16 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ტ) № 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
უ) № 19 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ფ) № 20 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ქ) № 21 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ღ) № 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ყ) № 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
შ) № 24 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ჩ) № 26 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.”.
4. განკარგულების № 6 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 6
ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარი, მათ შორის:
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი:
ა) № 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) ნიგვზიანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) ლესის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) № 3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) შუხუთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) ჯურუყვეთის № 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) აკეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
თ) ღრმაღელის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ი) გულიანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
კ) ქვემო-აკეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ლ) მამათის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
მ) ჭანჭათის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ნ) ნიგოითის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 720 000 (შვიდას ოცი ათასი) ლარი:
ა) № 3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) ნაგომრის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) გაღმა-დვაბზუს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) ჯუმათის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) მაკვანეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) ცხემლისხიდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
თ) შემოქმედის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ი) კვირიკეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
კ) კონჭკათის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ლ) ზემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
მ) ნარუჯის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ნ) თხინვალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ო) ოზურგეთის № 1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
პ) ოზურგეთის № 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ჟ) ბაილეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
რ) ქვედა-ბახვის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ს) ანასეულის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ტ) ბოხვაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
უ) ლიხაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი:
ა) ჩაისუბნის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) ვანზომლეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) საჭამიასერის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) ფარცხმის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) სამების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) განახლების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.”.
5. განკარგულების № 7 დანართის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ახალციხის მუნიციპალიტეტს – 565 505 (ხუთას სამოცდახუთი ათას ხუთას ხუთი) ლარი:
ა) ქ. ვალის № 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ ურაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) ქ. ახალციხის № 5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) სოფელ ღრელის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
4. ბორჯომის მუნიციპალიტეტს – 389 196 (სამას ოთხმოცდაცხრა ათას ას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი:
ა) ქ. ბორჯომის № 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) დაბა ბაკურიანის ანდეზიტის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) სოფელ დვირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) ქ. ბორჯომის ლიკანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
თ) სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ი) სოფელ ბალანთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
5. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს – 392 809 (სამას ოთხმოცდათორმეტი ათას რვაას ცხრა) ლარი:
ა) ქ. ახალქალაქის № 5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ კარწახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) სოფელ თახჩის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
თ) სოფელ დადეშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ი) სოფელ ლომათურცხის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
კ) სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
6. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს – 395 490 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაათი) ლარი:
ა) სოფელ ეშტიის № 1 და № 2 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) სოფელ მამწვარას საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) სოფელ საღამოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) სოფელ სპასოვსკის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.”.
6. განკარგულების № 8 დანართის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`2. დუშეთის მუნიციპალიტეტს – 439 000 (ოთხას ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი:
ა) ჟინვალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) მჭადიჯვრის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) ქვეშეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) მლეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) ჭოპორტის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) აბანოსხევის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
თ) ბულაჩაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ი) არაგვისპირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
კ) სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ლ) სოფელ ოძისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
3. თიანეთის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი:
ა) თიანეთის № 2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) ახალსოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) ნაქალაქარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) სიმხევის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.”.
7. განკარგულების № 9 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 9
ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი, მათ შორის:
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარი:
ა) პატარა ონის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) ნიკორწმინდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) ურავის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) ჭყვიშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) ტოლის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) ჭელიაღელის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) ხოტევის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
თ) ნიკორწმინდის საჯარო სკოლის სპორტდარბაზის დემონტაჟი და მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები.
2. ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი:
ა) ლენტეხის № 1 და № 2 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია;
ბ) თეკალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) ხოფურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) სასაშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) ხელედის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) წანაშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ზ) რცხმელურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
თ) მელეს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ი) შკედის დაწყებითი სკოლის რეაბილიტაცია.
3. ონის მუნიციპალიტეტს – 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარი:
ა) შეუბნის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) ღარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) უწერის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) პიპილეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) გლოლის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.
4. ცაგერის მუნიციპალიტეტს – 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარი:
ა) ბარდნალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ბ) ლაჯანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
გ) აღვის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
დ) უსახელოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ე) თაბორის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
ვ) ორხვის საჯარო სკოლისათვის უძრავი ქონების (შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ფართობი) შეძენა და რეაბილიტაცია;
ზ) ისუნდერის საჯარო სკოლის ერთი კორპუსის დემონტაჟი და ახალი კორპუსის მშენებლობა;
თ) საირმის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.”.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური