„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
925
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-10
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.034.016234
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №925

2013 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ “ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, 01.02.2007  №14,  მუხ. 153) დამტკიცებული ინსტრუქციის 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: სანომრე ნიშნის აღდგენის მიზნებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დაინტერებულ პირს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებული მესაკუთრე ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მფლობელობის შესახებ პირი მიუთითებს განცხადებაში და სააგენტოს წარუდგენს ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობას.  ამასთან, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი მესაკუთრესა და ამ შენიშვნით გათვალისწინებულ მფლობელს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსსა და მისი შეუსრულებლობით ან დარღვევით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ურთიერთვალდებულებების არაკეთილსინდისიერ ან/და არაჯეროვან შესრულებაზე.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

კრებსითი — სრული ვერსია