,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 ნოემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-04
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.115.016114
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 ნოემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2013 წლის 29 ნოემბერი

დ. ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 ნოემბრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 18 .11.2013 წ. 200140030.35.115.016112)  და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2“. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №05 დადგენილება.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარევალოდია ქურასბედიანი

კრებსითი — სრული ვერსია