საქართველოს მთავრობის
განკარგულება №481
2009 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
უცხოეთში მოღვაწე ქართველთა საქართველოში ვიზიტთან და კავ შირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
2009 წლის 11-12 ივლისს უცხოეთში მოღვაწე ქართველთა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მათი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის კანცელარიამ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან აანაზღაუროს:
ა) ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე უცხოეთიდან მოწვეული ქართველების მიერ წარდგენილი სამგზავრო ბილეთების (ეკონომ კლასი) ღირებულება და მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) 2008 წლის 31 იანვარს გამართული პირველი შეხვედრის მონაწილე ვიქტორია ბერომელიძისა და ცირა კემულარიას მიერ წარდგენილი სამგზავრო ბილეთების (ეკონომ კლასი) ღირებულება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური