|
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №100 ბრძანებაში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - უფროსი სპეციალისტის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) განათლება ენერგეტიკის ან მშენებლობის დარგში; ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 4 ოქტომბრის №52 ბრძანების, „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 5 იანვრის №09 ცოდნა.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|