ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 737
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,2008 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამტკიცებული „ Stand-By Arrangement“ (SBA) პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანშის გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 სექტემბრის №696 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,2008 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამტკიცებული „ Stand-By Arrangement“ (SBA) პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანშის გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 სექტემბრის №696 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ამ განკარგულების პირველი პუნტით გათვალისწინებული ტრანშის ფარგლებში 63.3 მლნ SDR-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე.“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური