საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
733
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 733

2009 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონ­მდებ­ლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტები:  

ა) „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ სა­ქართ­ველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართ­ველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 18.12.08 1/424);

ბ) „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 22.06.09 1/177);

გ) „ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნ­ველსაყოფად ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ , „ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილე­ბებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ , „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „ საქართველოს ადმინისტრაციულ სა­პრო­ცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (სა­ქარ­თველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 07.07.09 1/180);

დ) „ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ სა­ქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (სა­ქართ­ველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 07.09.09 1/230).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                           ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია