ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
722
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-02
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 722

2009 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ონის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედე­გად დაზარალებული ოჯახებისათვის (მუდმივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც განეკუთვნებიან პირველ კატეგორიას) ზა­მ­თრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სა­მინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კა­ნონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან ონის მუნიცი­პალიტეტის გამ­გე­ობას გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლა­რი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი კომპეტენ­ციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ად­მი­ნის­ტრაციულ-ტერიტორიულ ერთეუ­ლებში (ამბროლა­ურის, ლენტე­ხის, ონისა და ცაგერის მუნი­ციპალი­ტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა დ. გაგოშიძემ, საქართველოს რეგიონული გან­ვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინის­ტრომ და სა­ქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ.  

პრემიერ-მინისტრი                       ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია