საქართველოს მთავრობის
განკარგულება №45 2
2009 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 05.03.09., № 1/101).
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური