სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
450
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №450

2009 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შე­სახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამ­ტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების მინისტრის 2009 წლის 18 ივნისის № 15/687 წერილი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტისათვის, ძირითადი ქონების სა­ხით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ:

ა) ქ. ამბროლაურში, მ. კოს­ტავას ქუჩაზე მდებარე 235,06 კვ.მ მიწის ფართობი და შენობა-ნაგებობა სასარგებლო ფარ­­თობით – 160,04 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 861904632);

ბ) ქ. ამბროლაურში, სოფელ ღადიშში მდებარე 120,64 კვ.მ მიწის ფართობი და შენობა-ნაგებობა სასარგებლო ფარ­­თობით – 93,87 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 860801033).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს მოქ­მედი კანონმდებლობით გათვალისწინე­ბუ­ლი ღონის­ძიებები.

 

  პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია