საქართველოს მთავრობის
განკარგულება №442
2009 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდისათვის” გადასაცემად გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური