სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
440
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №440

2009 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწი­ფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის № 26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

   1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს უძრავი სახელმწიფო ქონება, კერძოდ, ქ. ბათუმ­ში, აღმაშენებლის ქ. № 21-ში მდებარე 31850 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგე­ბო­ბები (მი­წის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო № 05.05.10.001.).

   2. განკარ­გულების შესრულების მიზნით საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტრომ უზრუნ­ველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვა­ლისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

      

პრემიერ-მინისტრი                   ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია