,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
418
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №4 1 8

2009 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

,, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორცი­ე­­ლე­­ბელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართვე­ლი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ ” საქართვე­­ლოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის № 34 განკარგუ­ლებაში შეტა­ნილ იქნეს ცვლილებები და № 6 და­ნართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                  

 „3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციე­ლებლად:

    ა) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია;

   ბ) მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია;

   გ) საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია;

   დ) დაბა ჩოხატაურში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია;

   ე) დაბა ჩოხატაურში სამხატვრო სკოლის რეაბილი­ტა­ცია;

   ვ) დაბა ჩოხატაურში ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბი­ლი­ტაცია;

   ზ) ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია;

   თ) სოფელ საჭამიასერის ადმინისტრაციული შენობის რე­ა­ბილიტაცია;

   ი) სოფელ შუაფარცხამში წყალსადენის ქსელის ნაწი­ლობრივი რეაბილიტაცია.”.

 

  პრემიერ-მინისტრი            ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია