გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
417
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №4 1 7

2009 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სა­ქარ­­თვე­ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორისა და მცხეთის მუნი­ცი­პალიტეტებს დევნილ­თა დასახლებებში გარე განათებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანების და­ფარვის მიზნით გამოუყოს 29 237 (ოცდაცხრა ათას ორას ოც­დაჩვიდმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) გორის მუნიციპალიტეტს – 11 545 (თერთმეტი ათას ხუთას ორმოცდახუთი) ლარი;

ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 17 692 (ჩვიდმეტი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომ­პეტენციის ფარგლებში განახორციელონ ადმინისტრა­ცი­ულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, საქართველოს რეგიონუ­ლი განვითარები­­სა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და სა­ქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი           ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია