საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №200
2001 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
ჯ. ფირცხალაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ჯონი ფირცხალაიშვილს, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხრეთ ევროპაში გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის მიერ წარმოდგენილ ევროპის გაერთიანებული ძალების უმაღლეს სარდლობას შორის, მასპინძელი ქვეყნების მიერ „კოოპერატივ პარტნერ-2001“ წვრთნაში მონაწილე ძალების მხარდაჭერის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ე. შევარდნაძე