საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
1585-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-11-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-03
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016024
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან უმრავლესობის, უმცირესობისა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“.

 

      მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ნოემბერი 2013 წ.

N1585-რს

კრებსითი — სრული ვერსია