"ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებოლო დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1784
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-02-03
გამოქვეყნების თარიღი
1999-02-19
სარეგისტრაციო კოდი
290.120.000.05.001.000.484
"ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებოლო დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

22-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა“ შეიცვალოს სიტყვებით „სავალდებულო დაზღვევის“;

„ბ) მე-6 პუნქტში სიტყვების „ფონდის მიმართ“ წინ დაემატოს სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ნაწილში“;

გ) მე-7 პუნქტში სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა“ შეიცვალოს სიტყვებით „სავალდებულო დაზღვევის“.

II. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით „ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №210 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 3 თებერვალი.

№1784-IIს

კრებსითი — სრული ვერსია