რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
350
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-05-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №350

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­ტროს წინადადება რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავ­შირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი­დან მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ევროპის რეკონ­სტრუქ­ციისა და განვითარების ბანკთან აწარმოოს კონსულტა­ციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ რუს­თა­ვის მყარი ნარჩენების პროექტისთვის 1.6 მილიონი ევროს ოდე­ნო­ბის სესხის გამოყოფის შესახებ შემდეგი ფინანსური პირო­ბებით:

 საპროცენტო განაკვეთი – EURIBOR+1 პროცენტი;

 სესხის ხანგრძლივობა – 15 წელი, 3-წლიანი შეღავათიანი             

 პერიოდის ჩათვლით;

 ვალდებულების გადასახადი – წლიური 0.5 პროცენტი სეს­ხის ჩამოურიცხავ თანხაზე.

 

    პრემიერ-მინისტრი                                        ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია