„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №228 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
230
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2013-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-02
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016182
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №228 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №230

2013 წლის 27 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №228 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თ ა ო ბ ა ზ ე

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის N228 დადგენილების დანართში /სსმ matsne.gov.ge 13.11.2013, 010250020.35.123.016180/, კერძოდ, დადგენილების დანართის მე–5 მუხლის 1–ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს აპარატის უფროსს, აპარატის სამსახურების უფროსებს, მოადგილეებსა და თანაშემწეებს თანამდებობათა რანგების შესაბამისად მოეთხოვებათ:

 

უმაღლესი განათლება, მაგისტრი /მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  საჯარო სამსახურში მუშაობის ან კერძო სექტორში სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. სასურველია უცხო ენების ცოდნა.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 27 ნოემბრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია