„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5948
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-28
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.05.001.003.173
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელმა ორგანოებმა 2009 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შესაბამისი უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ლიცენზიებისა და ნებართვების სახელმწიფო რეესტრთან შესაბამისობა.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 მარტი.

№5948–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია