საქართველოს მთავრობის
განკარგულება №3 3 4
2009 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
„ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის პროგრამის ” გან სახორციელებ ლად შესაბამის ღონისძიებ ათა გატარების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ” საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის პროგრამის ” განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადების საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური