კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 2873 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
332
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 2873 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №3 3 2

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 2873 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

 1. ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამო­რიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკი­ცე­ბის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის #96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რე­კო­მენდაცია (კომისიის 2009 წლის 6 აპრილის სხდომის ოქმი № 3) და ქ. სიღნაღის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისა და ტური­ზმის განვითარებისათვის კახეთის რეგიონალური სატყეო სამ­მართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამე­ურ­ნეო ტყის ფონდის დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის (ყოფილი სიღნაღის სატყეო) № 1 სარეინჯეროს № 9 კვარ­ტალის № 24 ლიტერიდან 1547 მ2, ხოლო № 9 კვარტალის № 34 ლიტერიდან 1326 მ2 – სულ: 2873 მ2 მიწის ფართობი ამო­ი­რიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან სიღნაღის მუნიციპა­ლიტეტისათვის გადასაცემად.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შეს­რულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემა­ვალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით გან­ხორ­ციელება.

 

 პრემიერ-მინისტრი      ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია