საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთის სატყეო უბნიდან 5495 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
330
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთის სატყეო უბნიდან 5495 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №3 30

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მცხეთა- მთიანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთის სატყეო უბნიდან 5495 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის გან­საკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დე­ბუ­ლების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქ­ნეს ქ. თბილისის მერიის წინადადება და საქართველოს მიწის გა­მო­­ყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კო­მი­სიის 2009 წლის 6 აპრილის სხდომის ოქმი № 3) და საზოგა­დოებ­რივი ინტერესებიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონა­ლუ­რი სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთის სატყეო უბანში (ყოფილი ლისის სატყეო) № 3 კვარტალის № 9 და № 10 ლიტერებიდან ამოირიცხოს 5495 მ2 მიწის ფართობი საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონ­მდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი      ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია