M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29.01.1433
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2013-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-30
სარეგისტრაციო კოდი
300060000.37.101.016170
M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ
(ძალადაკარგულია - 30.12.14 №20-113)

ქალაქ თბილისის მთავრობა

დადგენილება №29.01.1433

2013 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა შეღავათიანი მგზავრობის შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და 22-ე მუხლის, „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 7 მარტის №5–5 გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილება №08.02.307 - ვებგვერდი, 21.03.2014 წ.


მუხლი 1
   „ქ. თბილისის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებმა: შპს „თბილ ლაინ“-მა, შპს „კაპიტალ გრუპ-„მა, შპს „თბილ ქარ“-მა და შპს „ფაბლიქ ქარ“-მა,  მათ მიერ სანებართვო პირობების შესასრულებლად განკუთვნილი და გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებებით აღჭურვილი, M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთჯერადი მგზავრობის ფასის გათვალისწინებით, შეღავათიანი  (ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 4 მგზავრობის უფლებით), 50%-იანი ფასდაკლებით (გარდა ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 65 თეთრიანი მგზავრობის ფასისა, ამ შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასი აუნაზღაურდეთ 33 თეთრის ოდენობით)  უზრუნველყონ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეების მგზავრობა:

   ა) დედაქალაქში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

  ბ) დედაქალაქში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავები, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში;

   გ) დედაქალაქში რეგისტრირებული სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

   დ)   დედაქალაქში რეგისტრირებული  სამხედრო ძალების ვეტერანები;

  ე) დედაქალაქში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტეროტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახის წევრები;

  ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 15 მაისის დადგენილება №13.01.595 - ვებგვერდი, 16.05.2014 წ.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული კატეგორიის პირების მგზავრობა განხორციელდეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით. 
მუხლი 3
ქ. თბილისის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში M2  კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი  საქალაქო  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებმა, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.
მუხლი 4
ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა: ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს ნებართვების მფლობელებზე შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასის სრული ოდენობის 50%-ს ანაზღაურება (გარდა ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 65 თეთრიანი მგზავრობის ფასისა. ამ შემთხვევაში ნებართვების მფლობელებს შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასი აუნაზღაურდეთ 33 თეთრის ოდენობით).
მუხლი 5
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე

კრებსითი — სრული ვერსია