საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 322
2009 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებლად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის , მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის № 189 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებლად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის № 189 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიას, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს სამგზავრო ავტობუსების შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, მათ შორის:
- თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიამ შეისყიდოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ექვსი ავტობუსი;
- მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისყიდოს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარის ღირებულების ორი ავტობუსი;
- დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისყიდოს 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარის ღირებულების ოთხი ავტობუსი.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური