საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 315
2009 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
„სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის № 491 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის № 491 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დ. ტყეშელაშვილმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლ. ჟვანიამ კოორდინაცია გაუწიონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.
3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების (ოფისების აზომვა, აუდიტორული, ნოტარიული მომსახურება და სხვა) გაწევა, აგრეთვე ოზურგეთის რაიონული განყოფილებისათვის ფართობის გადაცემასთან დაკავშირებით შპს „საქართველოს ფოსტის” ფილიალის – ოზურგეთის ფოსტის განსათავსებლად საჭირო სანაცვლო ფართობის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხარჯებიდან.”.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური