,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-02
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016206
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №46

2013 წლის 26 ნოემბერი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016121) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების: 
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

,,კ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური.“.

2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ტერიტორიული ორგანო ქალაქ ახმეტაში – ქალაქი ახმეტა;“.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:

,,პ) ტერიტორიული ორგანო შახვეტილას თემში – სოფელი ბუღაანი, სოფელი ბუხრები, სოფელი ვეძები, სოფელი ნადუქნარი, სოფელი საბუე, სოფელი შახვეტილა, სოფელი ჩაჩხრიალა, სოფელი ქვემო ჩოფჩაური, სოფელი ჭართალა, სოფელი ჯაბური.“.

4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელება და რანგირება განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარედავით იმერლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია