|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 ოქტომბრის №26 დადგენილებაში შეტანილ იქნას (სსმ 11/11/2013 სარეგისტრაციო კოდი 370020000,35,105,016129) ცვლილება, კერძოდ: |
დადგენილების დანართი №1–ის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდედქსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის – 1,4 ს. გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის – 1,25 ს. გ.გ) შუალედური ზონისათვის –1–ს გ.დ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის – 0,9–ს. გ.ე) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 0,75–ს.“ |
| მუხლი 2 |
დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება; |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|