„ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-27
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.147.016046
„ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შტანის თაობაზე
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2013 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახე ბ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №27 დადგენილებაში  (სსმ, ვებგვერდი 11/11/2013; 010.340.000.35.147.016.044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის, სამსახურის უფროსის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“.

2.  დადგენილების მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია