„გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-25
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.148.016172
„გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №43

2013 წლის 19 ნოემბერი

ქ. გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №40 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/11/2013; 010250000.35.148.016169) შეტანილ იქნეს შენმდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ“-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტებზე, წამყვან სპეციალისტებზე, უფროს სპეციალისტებზე და სპეციალისტებზე“.

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

,,მუხლი 81. გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსისათვის და მოხელეთათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ “ საქართველოს კანონი;

ბ) ,,სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 21 მაისის N738 ბრძანება;

გ) ,,სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 18 მაისის N649 ბრძანება“.

გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

,,მუხლი 82. ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება შემდეგ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებზე – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულებზე და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებზე:

ა) ქვახვრელის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ბ) ატენის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

გ) ტინისხიდის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

დ) შინდისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ე) ვარიანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ვ) ძევერის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ზ) ტყვიავის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

თ) ახალუბნის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ი) დიცის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

კ) შავშვების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ლ) ტირძნისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

მ) სკრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ნ) ბოშურის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ო) მერეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

პ) კარალეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ჟ) მეჯვრისხევის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

რ) ნიქოზის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ს) ხიდისთავის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ტ) ზეღდულეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

უ) ბერბუკის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ფ) მღებრიანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო;

ქ) საყავრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

კრებსითი — სრული ვერსია