„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში,ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №86 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1561
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016210
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში,ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №86 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1561

2013 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის № 86 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის № 86 განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განისაზღვროს 25 ერთეულით.“.

პრემიერ-მინისტრი            ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია