„ი. გეგეჭკორის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №1456 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1560
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016209
„ი. გეგეჭკორის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №1456 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1560

2013 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ი. გეგეჭკორის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №1456 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ი. გეგეჭკორის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №1456 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ. დარჩიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ .

2. განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე - „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი.

პრემიერ-მინისტრი             ბ .ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია