საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №299
2001 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. (ძალადაკარგულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473, სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.746
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473, სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.746
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ წესდება
ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473, სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.746