„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
304
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-11-26
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-29
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016059
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №304

2013 წლის 26 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №47 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №47 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, www.matsne.gov.ge, 05/03/2013, 010320000.33.058.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1)  დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის თავმჯდომარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.“;

2. დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;

ბ) წერითი დავალება;

გ) სხვადასხვა სახის ტესტირება;

დ) გასაუბრება.“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიგიორგი თავამაიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია