„თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.145.016049
„თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

           თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2013 წლის 18 ნოემბერი

ქ. გორი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №12 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 08/11/2013; 010260020.35.145.016045) პირველ მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე

კრებსითი — სრული ვერსია