„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1526-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-22
სარეგისტრაციო კოდი
010320050.05.001.017199
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები;“;

ბ) „ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:

„ე2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები;“. 

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებიც ამავე კანონის ამოქმედებამდე არ იგულისხმებოდნენ ტერმინში „თანამდებობის პირი“, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგენენ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 ნოემბერი 2013 წ.

N1526-Iს

კრებსითი — სრული ვერსია