„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
295
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-18
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.017462
„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №295

2013 წლის 15 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს, ქალაქ თბილისის მერს, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, რომ წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში.“.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2015 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია