,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის N126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
181
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-11-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-18
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016057
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის N126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №181

2013 წლის 15 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №126 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   

   ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:


მუხლი 1
 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №126 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, ვებგვერდი, 17/07/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016045)  დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიის თავმჯდომარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) უფროსი.“.

2. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.კონკურსს სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სამინისტრო ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.“.

3. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა 

კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიზაურ ფუტკარაძე

კრებსითი — სრული ვერსია