სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც დამატებითი ქონების, სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც დამატებითი ქონების, სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №18

2007 წლის  17 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც დამატებითი ქონების, სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც დამატებითი ქონების, სენაკის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“  (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის №1-1/35 ბრძანება).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) ზემოაღნიშნული ქონების გადაცემის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                           ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია