„სს „თბილსრესის“ №3 და №4 ენერგობლოკების საექსპლუატაციოდ გაშვების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №395 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
581
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„სს „თბილსრესის“ №3 და №4 ენერგობლოკების საექსპლუატაციოდ გაშვების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №395 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 581

2005 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ სს   „ თბილსრესის “ № 3  და   № 4  ენერგობლოკების საექსპლუატაციოდ გაშვების დამატებით ღონისძიებათა შესახებ “   საქართველოს  მთავრობის  2005 წლის 23 სექტემბრის № 395 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სს „ თბილსრესის “ № 3 და № 4 ენერგობლოკების სარეაბი­ლიტაციო სამუშაოთა ეფექტიანად დამთავრების მიზნით აუცი­ლებელი გახდა დამატებით 500 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გამოყოფა, რომელიც მიიმართება არსე­ბული დავალიანების შესამცირებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ სს „ თბილსრესის “ № 3  და № 4 ენერგობლოკების საექსპლუატაციოდ გაშვების დამატებით ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის № 395 განკარგულებაში და  პირველი პუნქტის „ ა “ ,,ბ” და „ გ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ საერთო ასიგ­ნებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სს „ თბილსრესის “ რეაბილიტაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად; საამისოდ მიმდინარე წელს დამატებით გამოყოს 1 950 000 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით და გამოიყენოს იგი საკრედიტო რესურსად სს „ თბილსრესის “ მიერ № 3 და № 4 ენერგობლოკების სარეაბი­ლიტაციოდ სს „ ელიტტექნოსტროისთან “ დამატებით გაფორმე­ბულ ხელშეკრულებათა დასაფინანსებლად;

ბ) ამ მიზნით საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე საკრედიტო რესურსად გაითვალის­წინოს ასიგ­ნებათა 2 806 031 (ორი მილიონ რვაას ექვსი ათას ოცდათერთმეტი) აშშ დოლარის ეკვივალეტი თანხის გამოყოფა ლარობით;

გ) „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით ენერგეტიკის სექტორის სუბსიდი­რებისთვის განსაზღვრულ ასიგნებთა ფარგლებში სს „ თბილსრესის “ რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის „ საქარ­თველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ერთ კვირაში ამ დანიშნულებით სს „ თბილსრესს “ კრედიტის სახით გამოუყოს 1 450 000 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი), ხოლო 2005 წლის ბოლომდე 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით, სულ 1 950 000 (ერთი მილიონ ცხრას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 2 ივნისის № 218 განკარგულებით განსაზღვრული პირობებით. “ .

2.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია